ა ნ ა---ბ ა ნ ა
ა ასო-ბგერა ა გახლავართ
ხმოვანი და ღონიერი,
ერთ წუთში დამიმახსოვრებს
თუ ბავშვია გონიერი.
ბ მე ბ მქვია,სურასავით
ყელმაღალი, ღონიერი
როცა ბავშვი
შემისწავლის
თვითონ რჩება მოლხენილი.
გ გაბერილი მუცელი
მაქვს,
თავზე რკალი მორგებული,
თუ კარგად
დამიმახსოვრებ
შენ იქნები
მოგებული
დ
სუყველაზე უტკბეს
სიტყვას
ჩემით იწყებს
ყველა ბავშვი
მე დ მქვია, დედასავით
მუდამ დინჯი, მუდამ
წყნარი.
ე მე ე მქვია
,ხმოვანი ვარ
სიტყვებს ვმარცვლი
ხანდისხანა
თუ არ მიცნობ
ეს იცოდე
არ გცოდნია
ანა-ბანა.
ვ მე ვ მქვია
სამიანი
ჩემი ძმაა,იმას
ვგევარ,
დამისწავლე, დამიხსომე,
ზარმაც ბავშვებს
ნუ მიხედავ.
ზ დამიხსომე,მე
ზ მქვია,
თავ-ფეხი მაქვს
რგოლიანი,
თუკი კარგად
შემისწავლი
არ გექნება
ორიანი.
თ ერთ უჯრაში რგოლი წერე,
მეორეში კავი,
მე თ მქვია, იას შემდეგ
შენს წიგნში
ვარ, გამიცანი.
ი ერთ უჯრაში მოქცეული
თავი მიგავს
ლამაზ ქალსა,
გ აზაფხულის
ყვავილი ვარ
გვერძე თუ დავისვამ ა-სა
კ ერთ უჯრაში ვიწერები
ყველას მოსწონს
ჩემგან ქება,
სიტყვის თავში პირველი ვარ
შემიძლია თქვენი
ქება.
ლ ღ-ს თუ ერთ კბილს მიუმატებ
ლამაზი
ვარ მშვენიერი
წლის ბოლოსთვის ორი კბილი
მომეცლება მრჩება ერთი
მ შენ ვინც
გიყვარს და კანფეტებს
ვინც გიზიდავს
ჯიბით ხშირად
მისი პირველი
ასო ვარ
ხომ გაიგე ახლა ვინც ვარ
ნ ნ ვარ ბოლო მოხვეული
თავზე სწორი ხაზი
გამდევს
უხმო ბგერად
მთვლიან მაგრამ
ბევრჯერ ლამაზ სიტყვას
ვადგენ
ო ორ უჯრაში
ორი რკალით
თავს ვიწონებ ლამაზი
ვარ
ხშირად ორი ხაზით მწერენ
ხან ასე ვარ, ხან ისე ვარ
პ ორი ა რომ ერთმანეთზე
გადააბა პ იქნება,
ბევრ სახელში
ვურევივარ
ჩემგან ბევრი რამ ითქმება.
ჟ ექსკავატორის
ციცხვივით
თავზე რკალი გამომაბეს
ბევრი კარგი სახელები
ამ ასოთი გამონახეს.
რ ორნაირად ვიწერები,
ხან ო, ხან ი მიდგას ძირად
ორ უჯრაში
ლამაზი ვარ
შენ
კი ერთში
მწერავ ხშირად
ს მე ს მქვია ერთ უჯრაში
ადვილად ვარ დასაწერი,
ერთი მოსმით
უნდა მწერო
მოიმარჯვე კარგად
ხელი.
ტ გულს რვიანი ჩამკონვია,
სილამაზით მეც ვარ კარგი,
მაგრამ ფრთხილად
თუ არ დამწერ
არ იქნები
კარგი ბავშვი.
უ ცოტა ძნელი
საწერი ვარ,
როცა კი მწერ კვნესი
უჰო,
თუკი კარგად
დამაკვირდი
კოხტად დამწერ
ლამაზ უ-სო
.
ფ ორ უჯრაში გაშლილი
ვარ,
ოფოფივით მადგას
ფატა,
თ-ს თუ ვ-საც გამოაბავ
ფ გავხდები,მიხვდი ახლაɁ
ქ დარჯივით გაჭიმული
ერთ უჯრაში
ფეხზე ვდგევარ,
ასო-ბგერად გადვიქცევი
ი-ს თუ წელზე მომაწერავ.
ღ დ-ს თავი აქვს მოკეცილი,
მე ო-სავით
გაშლილი ვარ,
ფეხს თუ კოხტად გამომაბავ
დ-ზე უფრო ლამაზი ვარ.
ყ ყვავილია, მინდორ-ველი
წითელ ფერით
იფერება,
მისი პირველი
ასო ვარ
მუდამ ჩემით იწერება.
შ მ-სა ვგევარ მაგრამ
მარცხნივ
ერთი რკალიც
გამიშლია,
ო დაწერე, ძ
მიაბი
თუკი აღარ დაგიშლია.
ჩ შემოდგომით
რთველის შემდეგ
თათარას რომ გააკეთებთ,
დედაშენი შიგ რას ავლებსɁ
თავში ვზივარ, გენაცვალე.
ც რადგან ცუდის ნიშანი
ვარ,
ხან ამგრიხე, ხან
ჩამგრიხე
კარგ სიტყვებშიც
ვურევივარ,
კოხტად მწერე, ნუ
დამგრიხე.
ძ ადვილად დასაწერი ვარ,
ერთ უჯრაში
ჩავეტევი,
ცხენის კუდზე გამობმული
აქეთ-იქით დავეთრევი.
წ წვიმიანში
გაწუწული
წისქვილის წინ წუხს წიწილი
წიავ-წიავ, მწარედ
წივის
წნორის წნელზე
წაჰკრა წიხლი.
ჭ ყველა ასოზე მაღალი
ჭ გახლავარ
ტან-აყრილი,
წელზე ბაფთა კოხტად მარტყავს
თავი არა მაქვს დახრილი.
ხ მეც ს-სავით ვიწერები,
მაგრამ ძირი არ მაქვს ღია,
ყველა ლამაზად
დამწერავს
თინიკოა ის თუ გია.
ჯ არც ისეთი ლამაზი
ვარ
ვინმეს თავი მოვაწონო
წელზე ჯოხი გამიდვია
სხვა ბგერებს
რით გავეტოლოɁ
ჰ სამი ა ვარ გადაბმული
სიმაღლისკენ მივისწრაფი
ყველა მინდა დავინახო
წერა-კითხვას ვინც ისწავლის.
orshabatistvis gvecodineba pirobas gadzlevt
ReplyDelete👍👍
ReplyDelete